“ეს არის Western Union , გაგზავნეთ თანხა  და მიიღეთ შანსი გახდეთ გამარჯვებული’’

მომხმარებელთა ერთგულების კამპანია

ოფიციალური რეგლამენტი

   კამპანიის პერიოდი: 1 აპრილიდან -  1 აგვისტო,  2018 წ.

ტრანზაქციების განხორციელების პერიოდი: 1 აპრილიდან - 31 ივლისამდე, 2018წ.

 

ნაწილი1. ოფიციალური რეგლამენტი და კამპანიის ორგანიზატორი

Western Union-ის 2018 წლის კამპანიის  “ეს არის Western Union , გაგზავნეთ თანხა  და მიიღეთ შანსი გახდეთ გამარჯვებული” (შემდგომში წოდებული, როგორც ,,კამპანია’’) ორგანიზებულია THE BRANCH OF GRUPUL PROIECTELOR INTELIGENTE LLC IN GEORGIA-ს მიერ (შემდგომში წოდებული, როგორც ორგანიზატორი’’), რომლის სათავო ოფისი მდებარეობს თბილისში, ფალიაშვილის ქ. № 92, მე-2 სართული,  ტელ: (032) 223 46 23, სამუშაო საათები 09:30 – 18:00, თბილისი, 0162, საქართველო,  სახელმწიფო რეგისტრაციის ნომრით 204570026,   რომელიც წარმოდგენილია კომპანიის ფილიალის დირექტორის, კრისტინა ბარბაიანის სახით.

აქციის გამარჯვებულები გამოვლინდებიან ამ რეგლამენტის შესაბამისად და ეს მოთხოვნები საბოლოო და სავალდებულოა ყველა მონაწილესათვის.

ოფიციალური რეგლამენტი  საჯარო დოკუმენტია და ემორჩილება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.  რეგლამენტი უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი, ყველა მონაწილესათვის THE BRANCH OF GRUPUL PROIECTELOR INTELIGENTE LLC IN GEORGIA-ს ოფისში, შემდეგ მისამართზე:  ფალიაშვილის ქ. № 92, მე-2 სართული, ტელ: (032) 223 46 23 სამუშაო საათები 09:30 – 18:00, თბილისი,                           0162, საქართველო  ან ორგანიზატორი კომპანიის პარტნიორი ბანკის ფილიალებში.

ორგანიზატორი კომპანია არ იღებს ვალდებულებას იმ შემთხვევებზე, როდესაც აქციის მონაწილე არ გაეცნო აქციის პირობებს, რომელიც გამოქვეყნდება Facebook-ის გვერდზე: www.facebook.comMoneyTransferGeorgia  და  ვებ-გვერდზე: www.moneytransfer.ge .

კამპანია “ეს არის Western Union , გაგზავნეთ თანხა  და მიიღეთ შანსი გახდეთ გამარჯვებული”არ არის რაიმე სახით დაფინანსებული, მართული, ორგანიზებული ან წახალისებული Facebook-ის მიერ ან  Facebook-თან თანამშრომლობით. ამ კამპანიის ოფიციალური რეგლამენტი სავალდებულოა ყველა დაინტერესებული მხარისათვის. თითოეული მონაწილე ამგვარად თანახმაა, წაიკითხოს და დაეთანხმოს ოფიციალურ რეგლამენტს.

ნაწილი 2. კამპანიის ჩატარების ადგილი

კამპანია ჩატარდება საქართველოს ტერიტორიაზე, პარტნიორი ბანკების ფილიალებში, რაც მითითებული იქნება პრომო მასალაში, რეგლამენტით დადგენილი წესების მიხედვით, Facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/MoneyTransferGeorgia  და  ვებ-გვერდზე: www.moneytransfer.ge .

 

ასევე კამპანიის ჩატარებასთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის თქვენ შეგიძლიათ წერილობით მიმართოთ THE BRANCH OF GRUPUL PROIECTELOR INTELIGENTE LLC IN GEORGIA-ს მისამართზე:, ფალიაშვილის ქ. № 92, მე-2 სართული, ტელ: (032) 223 46 23, სამუშაო საათები 09:30 – 18:00, თბილისი,                           0162, საქართველო.             

                                                                                   

აქციის პარტნიორი ბანკები:                                                                                                                                                               საქართველოს ბანკი, ლიბერთი ბანკი, თი ბი სი ბანკი, და ვითიბი ბანკი.

 

ნაწილი 3. კამპანიის პერიოდი

კამპანია დაიწყება 2018 წლის 1 აპრილიდან  და გაგრძელდება 1  აგვისტოს  ჩათვლით, ხოლო 

ტრანზაქციების განხორციელების პერიოდია: 2018წლის  1 აპრილიდან   31  ივლისის ჩათვლით.

კამპანიაში მონაწილეობას მიიღბს ყველა ის პირი, რომელიც საქართველოდან გაგზავნის  Western Union-ის გზავნილს პრომო კამპანიის პერიოდში.( მხოლოდ თანხის გაგზავნა) გათამაშებული პრიზების გაცემის საერთო ვადაა გათამაშებიდან 30 კალენდარული დღე. მოგება უნდა გაიცეს, პირადობის მოწმობის, პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენიდან არა უგვიანეს 6 დღისა.

გამარჯვებულებს პრიზები გადაეცემათ THE BRANCH OF GRUPUL PROIECTELOR INTELIGENTE LLC IN GEORGIA-ს ოფისში, შემდეგ მისამართზე:  ფალიაშვილის ქ. № 92, მე-2 სართული, ტელ: (032) 223 46 23 სამუშაო საათები 09:30 – 18:00, თბილისი, 0162, საქართველო .

 

ნაწილი 4. კამპანიაში  მონაწილეობის მიღების აუცილებელი  პირობები

Western Union-ის კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში ლეგალურად მცხოვრებ ნებისმიერ პირს, რომლებიც ითვლებიან სრულწლოვნებად (18 წელი და/ან მეტი) და ეთანხმებიან აქციის ოფიციალური რეგლამენტის პირობებს. კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც კამპანიის პერიოდში, საქართველოდან განახორციელებს Western Union-ის მინიმუმ ერთ  ტრანზაქციას (მხოლოდ თანხის გაგზავნა).

დიდი და  საშუალო დაპრიზის გამარჯვებული კლიენტები გამოვლინდებიან შემდეგი პრინციპის მიხედვით: კლიენტებმა რომლებმაც კამპანიის პერიოდში გაგზავნეს  თანხა(მხოლოდ თანხის გაგზავნა) Western Union-ის ფულადი სისტემის მეშვეობით და დააგროვეს ყველზე მეტი განხორციელებული ტრანზაქციები  გახდებიან გამარჯვებულები.

დიდი და საშუალო   პრიზების მფლობელი გამარჯვებულების ვინაობის დადგენა მოხდება ყოველთვიურად, კამპანიის პერიოდში ყველაზე მეტი განხორციელებული  გზავნილების რაოდენობის მიხედვით.

Western Union-ის კამპანიაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ორგანიზატორი კომპანიის თანამშრომლები.

ორგანიზატორი კომპანია იტოვებს უფლებას, კამპანიიდან გამოთიშოს ის მონაწილე, რომელიც არ დაემორჩილება აქციის რეგლამენტით დადგენილ წესებს და/ან იწვევს გაყალბების ეჭვს.

 

ნაწილი 5. როგორ  ჩავერთოთ კამპანიაში/კამპანიის მექანიზმი

კამპანია ხორციელდება ექსკლუზიურად პარტნიორი ბანკების ფილიალებში, ყველა ის კლიენტი რომელიც ისარგებლებს პრომო კამპანიის განმავლობაში Western Union-ის ფულადი გზავნილით(თანხის გაგზავნა) მიეცემათ  შანსი გახდნენ  დიდი და საშუალო პრიზის მფლობელი კლიენტები თუ დარეგისტრირდებიან კამპანიაში. კამპანიაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ კამპანიაში   პრომო კოდის მეშვეობით ,რომელსაც მიიღებენ ოპერატორის მიერ პრომო კუპონის სახით ,და გააგზავნიან  SMS -ით კოდს ორგანიზატორის სერვერზე .ოპერატორი კლიენტს (სრულიად უფასოდ)   ადგილზე გადასცემს ერთჯერად პრომო კუპონს სადაც სპეციალური საფარის ქვეშ მოთავსებული იქნება სპეციალური პრომო კოდი , კლიენტი რომელიც გაგზავნის აღნიშნულ კოდს ორგანიზატორი კომპანიის კუთვნილ ნომერზე: 555-885-577 ავტომატურად დარეგისტრირდება აქციაში .პრომო კუპონზე მითითებული იქნება აქციის პერიოდი , ნომერი რა ნომერზეც კლინტმა უნდა გააგზავნოს პრომო კოდი, ცხელი ხაზის ნომერი რეიტინგის გასაგებად და ორგანიზატორი კომპანიის საკონტაქტო მონაცემები, გამარჯვებულების გამოვლენის თარიღები .ყოველი შემდგომი გზავნილის განხორციელებისას კლიენტმა უნდა გააგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინება , რათა მიეცეს მას მეტი შანსი გახდეს დიდი პრიზის მფლობელი,  ან დაარეგისტრიროს   გზავნილები ონლაინ, Facebook-ის გვერდზე "moneytransferGeorgia" რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: Facebook-ის გვერდზე: www.facebook.comMoneyTransferGeorgia  და  ვებ-გვერდზე: www.moneytransfer.ge .   ონლაინ რეგისტრაციისათვის საჭიროა:

1) Facebook-ის  გვერდი ან ინტერნეტთან წვდომა;

2) სარეგისტრაციო აპლიკაცია ხელმისაწვდომია Facebook-ის გვერდზე: www.facebook.comMoneyTransferGeorgia  და  ვებ-გვერდზე: www.moneytransfer.ge

3) აპლიკაციაში უნდა ჩაიწეროს შემდეგი ინფორმაცია: გვარი, სახელი (ეს მონაცემები უნდა ემთხვეოდეს პირადობის მოწმობის ან პასპორტის მონაცემებს),  ელ. ფოსტის მისამართი,  მოქმედი ტელეფონის ნომერი.

4)  კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად უნდა დაეთანხმოთ რეგლამენტით გაწერილ წესებსა და პირობებს;

5) მონაწილეებმა ტრანზაქციის განხორციელების შემდეგ მიღებული ქვითარი უნდა შეინახონ  კამპანიის პერიოდის დასრულებამდე. ქვითარი დაადასტურებს საბოლოოდ გამარჯვებულის სტატუსს პოტენციური გამარჯვებულების სიიდან. ქვითრის საფუძველზე ისინი მიიღებენ   პრიზებს.

6) იმ შემთხვევაში თუ პოტენციურ გამარჯვებულს არ ექნება შენახული ქვითრები, გამარჯვებულის სტატუსის შესანარჩუნებლად მან უნდა მიმართოს ბანკს, სადაც განახორციელა აქციის განმავლობაში გზავნილები(გაგზავნა) და გააკეთოს ამონაწერი, რომელიც უნდა წარუდგინოს აქციის ორგანიზატორ კომპანიას.

7)ორგანიზატორი გამარჯვებულებს გამოავლენს ტელეფონის ნომრებზე დაყრდნობით

დიდი და საშუალო პრიზების გამარჯვებული კლიენტების ვინაობის დადგენა მოხდება კამპანიის პერიოდში ,განხორციელებული (მხოლოდ გაგზავნა) ტრანზაციების რაოდენობის მიხედვით , რაც უფრო მეტი გზავნილი აქვს კლიენტს განხორციელებული მით უფრო მეტი შანსი აქვს გახდეს გამარჯვებული . კლიენტი რომელიც ერთხელ უკვე გახდება გამარჯვებული კამპანიის პერიოდში გზავნილები გაუნოლდება და მისი გზავნილები აღარ მიიღებს მონაწილეობას მომდევნო გამარჯვებულების გამოვლენაში ,ხოლო ყველა სხვა დარეგისტრირებული გზავნილი ავტომატურად გააგრძებს კამპანიაში მონაწილეობის მიღებას.იმ შემთხვევაში თუ ერთხელ უკვე გამარჯვებული კლიენტი კვლავ მოინდომებს გახდეს გამარჯვებული მას შეუძლია ხელახლა ჩაერთოს კამპანიაში და დააგროვოს იმ დროისათვის გამარჯვებისთვის  საჭირო გზავნილების რაოდენობა .

Western Union-ის კამპანიაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ორგანიზატორი კომპანიის თანამშრომლები.ორგანიზატორი კომპანია იტოვებს უფლებას, კამპანიიდან გამოთიშოს ის მონაწილე, რომელიც არ დაემორჩილება აქციის რეგლამენტით დადგენილ წესებს და/ან იწვევს გაყალბების ეჭვს.

     ნაწილი 6. გამარჯვებულის გამოვლენა

კამპანიის ფარგლებში, სულ გამოვლინდება 52  გამარჯვებული,12 დიდი და 40 საშუალო  პრიზის მფლობელი გამარჯვებული კლიენტი.

აქციის პერიოდში, თვეში ერთხელ, ქვემოთ მოყვანილი გრაფიკის მიხედვით, გამოვლინდება                                    3 დიდი  და 10  საშუალო   რიზის მფლობელი კლიენტი .

საშუალო  და დიდი პრიზების მფლობელი გამარჯვებული კლიენტების  ვინაობის დადგენა მოხდება კამპანიის  პერიოდში  გაგზავნილი ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით.

ორგანიზატორი კომპანია გამოავლენს გამარჯვებულებს ქვემოთ მოყვანილი განრიგის მიხედვით:

  1. 1 მაისი , 2018 (ტრანზაქციები, რომლებიც განხორციელდა 2018 წლის 1 აპრილიდან 30 აპრილამდე და დარეგისტრირდა  აციაში.)
  1. 1 ივნისი 2018 (ტრანზაქციები, რომლებიც განხორციელდა 2018 წლის 1 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით და დარეგისტრირდა აქციაში.
  1. 1 ივლისი 2018 (ტრანზაქციები, რომლებიც განხორციელდა 2018 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით   და დარეგისტრირდა აქციაში)
  1. 1 აგვისტო 2018 (ტრანზაქციები, რომლებიც განხორციელდა 2018 წლის 1 აპრილიდან  31 ივლისის ჩათვლით და დარეგისტრირდა   აქციაში)

იმ შემთხვევაში თუ კლიენტებმა აქციის გამვალობაში დააგროვეს გზავნილების ერთნაირი რაოდენობა გამარჯვებულები  გამოვლინდებიან ერთჯერადად გაგზავნილი თანხის ოდენობის მიხედვით.

ინფორმაცია რეიტინგის შესახებ, აქციის მონაწილეებს შეუძლიათ ნახონ Facebook-ის გვერდზე: www.facebook.comMoneyTransferGeorgia  და  ვებ-გვერდზე: www.moneytransfer.ge ან დარეკონ აქციის ორგანიზატორი კომპანიის ცხელ ხაზზე, რათა მათთვის წინასწარვე იყოს ცნობილი, რამდენად აქვს ამა თუ იმ აქციის მონაწილეს გამარჯვების შანსი. ცხელი ხაზის ნომერია(+995 32) 223 46 23.

ორგანიზატორი კომპანია იტოვებს უფლებას, გათამაშებიდან გამოთიშოს ის მონაწილე ან უკვე გამოვლენილი გამარჯვებული, იმ შემთხვევაში, თუ გაჩნდება გაყალბების ეჭვი.

 

ნაწილი 7.  პრიზები 

ორგანიზატორი დააჯილდოვებს  12 დიდი  და 40  საშუალო  პრიზის მფლობელ კლიენტს.

 ორგანიზატორი კომპანია აქციის ფარგლებში დაჯილდოვებს  სულ 52 გამარჯვებულს. გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება ოთხ ეტაპად.  აქციის პერიოდში, 6 ნაწილში აღნიშნული ცხრილის მიხედვით.

       გარანტირებული პრიზები კლიენტებისათვის რომლებიც გაგზავნიან თანხას Western Union-ის ფულადი გზავნილით აქციის პერიოდში 300 აშშ დოლარიდან  და მეტი დაჯილდოვდებიან ადგილზე ოპერატორის მიერ:

  • 3 000 გარანტირებული პრიზი - WU-ის ბრენდირებული  თერმო ჭიქა

თითოეული 5,05$-ის ღირებულების                

2018 წლის  26 თებერვლის  ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით - 2.4671

გარანტირებული პრიზების ღირებულება - 37376ლარი და 56 თეთრი (დღგ-ს გარეშე)

დიდი და   საშუალო  პრიზის გამარჯვებული კლიენტები გამოვლინდებიან შემდეგი პრინციპით:  

კლიენტები რომლებიც კამაპნიის  პერიოდში  ისარგებლებენ  Western Union-ის  ფულადი  გზავნილით (თანხის გაგზავნა)და დააგროვებენ ყველაზე მეტ ტრანზაქციას გახდებიან გამარჯვებულები .

  • 12 დიდი პრიზი _ Samsung Tab S3 თითოეული 2000 ლარის ღირებულების  კლიენტებისათვის რომლებიც დააგროვებენ ყველაზე მეტ ტრანზაქციას ( თანხის გაგზავნა)პირველი 12 კლიენტი.
  • 40 საშუალი პრიზი _  საათი Samsung GR S3 თითოეული 999 ლარის ღირებულების კლიენტებისათვის რომლებიც დააგროვებენ რიგითობის მიხედვით ყველაზე მეტ ტრანზაქციას ( თანხის გაგზავნა)მომდევნო 40 კლიენტი.

დიდი და საშუალო პრიზის მფლობელი გამარჯვებულების ვინაობის დადგენა მოხდება ყოველთვიურად კამპანიის  პერიოდში განხორციელებული გზავნილების რაოდენობის მიხედვით  ყოველ თვე მოხდება 3 დიდი და 10 საშუალო პრიზის მფლობელი კლიენტის გამოვლენა რიგითობის მიხედვით პირველი სამი ყველაზე ბევრი გზავნილების მქონე კლიენტი დასაჩუქრდება  _Samsung  S3 ტაბით ხოლო მომდენო 10 კლიენტი კი  _ Samsung GR S3 საათით

      

პრიზების სრული ღირებულება შეადგენს 101 336 ლარს და 56 თეთრს (დღგ-ს გარეშე)

იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული უარს აცხადებს პრიზების მიღებაზე, პრიზის ჩანაცვლება სხვა პრიზით ან საგნით   არ მოხდება.

არცერთ ვითარებაში არ არის დასაშვები უფრო მეტი რაოდენობის პრიზის გაცემა, ვიდრე ეს მითითებულია ოფიციალურ რეგლამენტში.

გათამაშებული პრიზების საერთო ღირებულება დღგ-ს  ჩათვლით შეადგენს 119 577,ლარსა და 14 თეთრს.

 

ნაწილი 8. გამარჯვებულის ვალიდაცია/გამოვლენა

გამარჯვებული კლიენტების გამოვლენა მოხდება შეჯიბრებითობის პრინციპით. ორგანიზატორი კომპანია კამპანიის  ფარგლებში დაჯილდოვებს სულ  52 გამარჯვებულს, გამარჯვებულები გამოვლინდებიან ოთხ ეტაპად.  კამპანიის  დაწყებიდან მე-6 პუნქტში გაწერილი გრაფიკის მიხედვით.

 

დიდი და საშუალო პრიზის მფლობელი გამარჯვებულების ვინაობის დადგენა მოხდება ყოველთვიურად კამპანიის პერიოდში  განხორციელებული გზავნილების რაოდენობის მიხედვით  ყოველ თვე მოხდება 3 დიდი და 10 საშუალო პრიზის მფლობელი კლიენტების გამოვლენა რიგითობის მიხედვით პირველი სამი ყველაზე ბევრი გზავნილების მქონე კლიენტი დასაჩუქრდება - Samsung S3 ტაბით  ხოლო  სიაში მომდენო 10 კლიენტი კი  - Samsung GR S3 საათით.

 

ყოველ ეტაპზე დიდი პრიზის 3 და საშუალო პრიზის 10    გამარჯვებული კლიენტის გამოვლენისას, მოხდება სარეზერვო სიის შედგენა, სადაც აღირიცხება ყოველ 3  ძირითად გამარჯვებულზე 2 სარეზერვო კლიენტის მონაცემი, ხოლო  საშუალო პრიზის გამოვლენისას  5  სარეზერვო კლიენტის მონაცემი.

 

გარანტირებული პრიზები ერთგული მომხმარებლებისათვის და მათი გადაცემის მექანიზმი:

 

  • 3 000 გარანტირებული პრიზი - WU-ის ბრენდირებული  თერმო ჭიქა

       

 (კლიენტებისათვის, რომლებმაც კამპანიის პერიოდში განახორციელეს   Western Union-ის  ფულადი გადარიცხვა- თანხის გაგზავნა 300 აშშ დოლარიდან  და მეტი)კლიენტების დასაჩუქრდებიან გზავნილის განხორციელებისას ადგილზე ოპერატორის მიერ ბანკში.

        

თუ რომელიმე გამარჯვებულთან ვერ მოხერხდება დაკავშირება, აღნიშნული გამარჯვებული ნომერი გაუქმდება და მოხდება სარეზერვო სიის გამოყენება რიგითობის მიხედვით. გათამაშებული პრიზების გაცემის საერთო ვადაა გათამაშებიდან 30 კალენდარული დღე. მოგება უნდა გაიცეს, პირადობის მოწმობის, პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენიდან არა უგვიანეს 6 დღისა. გამარჯვებულთა ინფორმირება მოხდება გამარჯვებულების გამოვლენიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში. გამარჯვებულებს პრიზები გადაეცემათ THE BRANCH OF GRUPUL PROIECTELOR INTELIGENTE LLC IN GEORGIA-ს ოფისში, შემდეგ მისამართზე:  ფალიაშვილის ქ. № 92, მე-2 სართული, ტელ: (032) 223 46 23 სამუშაო საათები 09:00 – 18:00, თბილისი, 0162, საქართველო.

დაჯილდოვება მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც გამარჯვებული წარმოადგენს გადარიცხვის ქვითარს ან ამონაწერს ბანკიდან და  პირადობის დამადასტურებელ რაიმე საბუთს.  თუ გამარჯვებული არ იმყოფება ქვეყანაში ან რაიმე მიზეზის გამო ვერ ახერხებს გამოცხადებას კუთვნილი პრიზის მისაღებად, პრიზი გადაეცემა მისი პირველი რიგის ნათესავებს ან მეუღლეს, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და მინდობილობის  წარდგენის შემდეგ.

 

იმისათვის, რომ მოხდეს გამარჯვებულის საბოლოო ვალიდაცია, პოტენციურმა გამარჯებულმა უნდა:

-  მიაწოდოს  აქციის ორგანიზატორ კომაპნიას  THE BRANCH OF GRUPUL PROIECTELOR INTELIGENTE LLC IN GEORGIA-ს მიერ (შემდგომში წოდებული, როგორც ორგანიზატორი’’), რომლის სათავო ოფისში  მდობარეობს  თბილისში, ფალიაშვილის ქ. № 92, მე-2 სართული,  ტელ: (032) 223 46 23, სამუშაო საათები 09:30 – 18:00, თბილისი, 0162, საქართველო,  Western Unon-ის ფულადი გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსერო ასლი, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლთან ერთად. გამარჯვებულის დასადასტურებლად, სარეგისტრაციო აპლიკაციაში შეყვანილი მონაცემები უნდა ემთხვეოდეს ქვითარზე არსებულ ინფორმაციას.

იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებული კამპანიაში ჩაერთო ერთზე მეტი  განხორციელებული გზავნილით , იგი ვალდებულია წარმოადგინოს ყველა გადარიცხული დოკუმენტის ქსერო ასლი.

თუ გამოვლენილი გამარჯვებული  ვერ წარმოადგენს იმ ფულადი გადარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომლითაც ჩაერთო გათამაშებაში, მას ჩამოერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და ის მიენიჭება პირველს რეზერვში.

თუ მონაწილესთან, რომელიც გამოცხადდება  პოტენციურ გამარჯვებულად, ვერ მოხერხდება დაკავშირება ან ორგანიზატორი არ მიიღებს საჭირო მონაცემებს პრიზის ვალიდაციისათვის, მას ჩამოერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და ის მიენიჭება პირველს რეზერვში.

თუ გამარჯვებულისა და რეზერვის ვალიდაცია არ ხერხდება პრიზის გაცემა არ მოხდება და პრიზი დარჩება ორგანიზატორის კუთვნილებაში.

 

ნაწილი 9.გამრჯვებულების ინფორმირება

გამარჯვებულის სახელები გამოქვეყბდება "moneytransferGeorgia"Facebook-ის  ვებ-გვერდზე ათი სამუშაო დღის განმავლობაში, საბოლოო გამარჯვებულების ვალიდაციის შემდეგ 6 მუხლში მოხსენიებული განრიგის მიხედვით.

ნაწილი 10.შეზღუდული პასუხისმგებლობა

კამპანიის დაწყებამდე ან მისი დასრულების შემდეგ განხორციელებული/დარეგისტრირებული ტრანზაქციები არ ჩაითვლება. ორგანიზატორი კომპანია არ იღებს ვალდებულებას და პასუხისმგებლობას ელექტრონული მონაცემების დაკარგვის, მოპარვის, დაგვიანების, არასრული შევსების, არასწორად შევსების,  შეცდომებზე, გამოჩენებზე, წყვეტაზე, დეფექტზე, ჩავარდნაზე, ტექნიკურად გაუმართაობაზე ან რაიმე სხვა ინტერნეტის მუშაობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. რეგისტრაცია, რომელიც არ ეკუთვნის Western Union-ს ასევე არ ჩაითვლება.                                                                                                                                                          ასევე, ორგანიზატორი არ აიღებს ვალდებულებას თუ მოხდება კამპანიის სარეგისტრაციო აპლიკაციის გათიშვა Facebook-ის ტექნიკური პრობლემების გამო. ამ შემთხვევაში, კამპანია შეწყდება პრობლემის მოგვარებამდე.

Western Union Ltd და ორგანიზატორი არ არიან პასუხისმგებელნი იმ სიტუაციაზე, როცა ერთზე მეტი ადამიანი აცხადებს პრეტენზიას ერთი და იმავე ანგარიშზე ან ელექტრონულ მისამართზე კამპანიაში მონაწილეობისათვის; პრიზი გადაეცემა მონაწილეს, რომელიც განაცხადებს საკონტაქტო ინფორმაციას და გამოაგზავნის პირადობის მოწმობის ასლს, რომლის მონაცემებიც ემთხვევა მანამდე განცხადებულ ინფორმაციას.  

 

ნაწილი 11. მონაცემების დაცულობა

კამპანიაში ჩართვით, ყველა მონაწილე ეთანხმება ოფიციალურ რეგლამენტს და თანახმაა, რომ მისი პირადი მონაცემი შევიდეს ორგანიზატორი კომპანიის მონაცემთა ბაზაში იმისათვის, რომ მოხდეს გამარჯვებულების ვინაობის დადგენა და პრიზების გადაცემა.

ორგანიზატორი  კომპანია ვალდებულებას იღებს დაიცვას ყველა მონაწილის პირადი ინფორმაცია. გამარჯვებულის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში ორგანიზატორი ხელმისაწვდომს გახდის ინფორმაციას. ამ უფლებით სარგებლობისთვის, მონაწილემ წერილობით უნდა მინართოს THE BRANCH OF GRUPUL PROIECTELOR INTELIGENTE LLC IN GEORGIA-ს ოფისში, შემდეგ მისამართზე:  ფალიაშვილის ქ. № 92, მე-2 სართული, ტელ: (032) 223 46 23 სამუშაო საათები 09:00 – 18:00, თბილისი, 0162, საქართველო.

კამპანიის პერიოდში შეგროვებული პირადი ინფორმაცია არ გადაეცემა მესამე მხარეს, გარდა კამპანიაში ჩართული პარტნიორებისა და იმ შემთხვევებისა, როცა ორგანიზატორი კომპანია  ვალდებულია შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნა. ორგანიზატორ კომპანიას შესაძლოა დასჭირდეს მონაწილეების/გამარჯვებულების თანხმობა, მათი გვარის, სახელის, საცხოვრებელი ადგილისა და ფოტოს გამოქვეყნებისათვის სხვადასხვა ბეჭდურ, აუდიო, ვიდეო მასალისთვის  ან Western Union-ის მარკეტინგული მიზნებისათვის. თანხმობის დასაფიქსირებლად მონაწილეები/გამარჯვებულები ხელს მოაწერენ დეკლარაციას.                    THE BRANCH OF GRUPUL PROIECTELOR INTELIGENTE LLC IN GEORGIA გამოიყენებს მონაწილეების მიერ მიწოდებულ პირად ინფორმაციას მხოლოდ ამ კამპანიის ფარგლებში.

 

ნაწილი12. რისკების შემცირება

დავა ორგანიზატორსა და მონაწილეებს შორის უნდა გადაწყდეს ურთიერთშეთანხმებით. თუ ეს შეუძებელია, მხარეებმა უნდა მიმართონ თბილისის საქალაქო  სასამართლოს. კამპანიასთან დაკავშირებული საჩივრები უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: THE BRANCH OF GRUPUL PROIECTELOR INTELIGENTE LLC IN GEORGIA-ს ოფისი, ფალიაშვილის ქ. № 92, მე-2 სართული, ტელ: (032) 223 46 23 სამუშაო საათები 09:00 – 18:00, თბილისი, 0162, საქართველო.

ორგანიზატორ კომპანიას აქვს უფლება მიიღოს საჭირო ზომები გაყალბებისგან თავის დასაცავად ან სხვა მსგავსი მცდელობების წინააღმდეგ იმისთვის, რომ დაიცვას კამპანიის იმიჯი ან ხარჯები.

ორგანიზატორ კომპანიას აქვს უფლება, რომ არსებული მტკიცებულების საფუძველზე დაიწყოს სასამართლო პროცესი იმ პირის მიმართ, ვინც შეეცდება გავლენა მოახდინოს ან გაყალბებას შეუწყოს ხელი პრიზების გაცემის პროცესში.

 

 

ნაწილი 13.კამპანიის გაუქმება

ფორს მაჟორი ნიშნავს გარემოებებს, რომლებსაც ორგანიზატორი ვერ გააკონტროლებს, გამოასწორებს ან ვერ აიცილებს თავიდან. ამგვარმა გარემოებებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს ორგანიზატორს საკუთარი ვალდებულებების განხორციელებაში.

თუ ფორს მაჟორის დადგომა ნაწილობრივ ან სრულად შეუშლის ხელს კამპანიას, ორგანიზატორი თავისუფლდება ვალდებულებებისაგან ამ პერიოდში. თუ ორგანიზატორი კომპანიაა ფორს მაჟორზე პასუხისმგებელი, მას აქვს ვალდებულება გააფრთხილოს ყველა მონაწილე ფორს მაჟორის შესახებ, ფორს მაჟორის დადგომამდე 30 სამუშაო დღის მანძილზე.

ნაწილი14.კამპანიის ოფიციალური რეგლამენტი

დამატებითი ინფორმაცია ისევე, როგორც ოფიციალური რეგლამენტი ხელმისაწვდომი იქნება ყველა მონაწილესათვის Facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/moneytransferGeorgia. დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე : (+995 32) 223 46 23 ან მოგვწეროთ მისამართზე: THE BRANCH OF GRUPUL PROIECTELOR INTELIGENTE LLC IN GEORGIA-ს ოფისი, ფალიაშვილის ქ. № 92, მე-2 სართული, ტელ: (032) 223 46 23 სამუშაო საათები 09:00 – 18:00, თბილისი, 0162, საქართველო.