Western Union-ის მომხმარებელთა ერთგულების კამპანია

ოფიციალური რეგლამენტი

კამპანიის პერიოდი: 15 დეკემბერი 2019 – 15 მაისი 2020.

ნაწილი1. ოფიციალური რეგლამენტი და კამპანიის ორგანიზატორი

Western Union-ის 2019/2020 წლის ერთგულების კამპანია (შემდგომში წოდებული, როგორც ,,კამპანია’’) ორგანიზებულია THE BRANCH OF GRUPUL PROIECTELOR INTELIGENTE LLC IN GEORGIA-ს მიერ (შემდგომში წოდებული, როგორც ორგანიზატორი’’), რომლის სათავო ოფისი მდებარეობს თბილისში, ფალიაშვილის ქ. 92, მე-2 სართული, ტელ: (032) 223 46 23, სამუშაო საათები 10:00-18:00, თბილისი, 0162, საქართველო, სახელმწიფო რეგისტრაციის ნომრით 204570026, რომელიც წარმოდგენილია კომპანიის ფილიალის დირექტორის ვალერიან ლუნგუს სახით.

პრომოკამპანიის გამარჯვებულები გამოვლინდებიან ამ რეგლამენტის შესაბამისად და ეს მოთხოვნები საბოლოო და სავალდებულოა ყველა მონაწილესათვის.

ოფიციალური რეგლამენტი საჯარო დოკუმენტია და ემორჩილება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას. რეგლამენტი უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი, ყველა მონაწილესათვის THE BRANCH OF GRUPUL PROIECTELOR INTELIGENTE LLC IN GEORGIA-ს ოფისში, შემდეგ მისამართზე: ფალიაშვილის ქ. 92, მე-2 სართული, ტელ: (032) 223 46 23 სამუშაო საათები 10:00-18:00, თბილისი, 0162, საქართველო ან ორგანიზატორი კომპანიის პარტნიორი ბანკის ფილიალებში.

ორგანიზატორი კომპანია არ იღებს ვალდებულებას იმ შემთხვევებზე, როდესაც აქციის მონაწილე არ გაეცნო პრომოკამპანიის პირობებს, რომელიც გამოქვეყნდება Facebook-ის გვერდზე: www.facebook.comMoneyTransferGeorgia და ვებგვერდზე: www.moneytransfer.ge .

კამპანია არ არის რაიმე სახით დაფინანსებული, მართული, ორგანიზებული ან წახალისებული Facebook-ის მიერ ან Facebook-თან თანამშრომლობით.

ამ კამპანიის ოფიციალური რეგლამენტი სავალდებულოა ყველა დაინტერესებული მხარისათვის. თითოეული მონაწილე ამგვარად თანახმაა, წაიკითხოს და დაეთანხმოს ოფიციალურ რეგლამენტს.

ნაწილი 2. კამპანიის ჩატარების ადგილი

კამპანია ჩატარდება საქართველოს ტერიტორიაზე, პარტნიორი ბანკების ფილიალებში, რაც მითითებული იქნება პრომო მასალაში, რეგლამენტით დადგენილი წესების მიხედვით, Facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/MoneyTransferGeorgia და ვებ-გვერდზე: www.moneytransfer.ge .

ასევე კამპანიის ჩატარებასთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის თქვენ შეგიძლიათ წერილობით მიმართოთ THE BRANCH OF GRUPUL PROIECTELOR INTELIGENTE LLC IN GEORGIA-ს მისამართზე:, ფალიაშვილის ქ. 92, მე-2 სართული, ტელ: (032) 223 46 23, სამუშაო საათები 10:00-18:00, თბილისი, 0162, საქართველო.

აქციის პარტნიორი ბანკები: საქართველოს ბანკი, ექსპრეს ბანკი, ლიბერთი ბანკი, თიბისი ბანკი, ვითიბი ბანკი.

ნაწილი 3. კამპანიის პერიოდი

კამპანია დაიწყება 2019 წლის 15 დეკემბერს და გაგრძელდება 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით

კამპანიაში მონაწილეობას მიიღბს ყველა ის პირი, რომელიც ისარგებლებს Western Union-ის ფულადი გზავნილით პრომოკამპანიის პერიოდში (თანხის მიღება/გაგზავნა).

პრიზების გაცემის საერთო ვადაა გათამაშებიდან 30 კალენდარული დღე. მოგება უნდა გაიცეს, პირადობის მოწმობის, პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენიდან არა უგვიანეს 6 დღისა.

გამარჯვებულებს პრიზები გადაეცემათ THE BRANCH OF GRUPUL PROIECTELOR INTELIGENTE LLC IN GEORGIA-ს ოფისში, შემდეგ მისამართზე: ფალიაშვილის ქ. 92, მე-2 სართული, ტელ: (032) 223 46 23 სამუშაო საათები 10:00-18:00, თბილისი, 0162, საქართველო.

ნაწილი 4. კამპანიაში მონაწილეობის მიღების აუცილებელი პირობები

Western Union-ის კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში ლეგალურად მცხოვრებ ნებისმიერ პირს, რომლებიც ითვლებიან სრულწლოვნებად (18 წელი და მეტი) და ეთანხმებიან პრომოკამპანიის ოფიციალური რეგლამენტის პირობებს. კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც კამპანიის პერიოდში, ისარგებლებს Western Union-ის ფულადი გზავნილით მინიმუმ ერთხელ (თანხის მიღება/გაგზავნა).

გამარჯვებული მომხმარებლები გამოვლინდებიან შემდეგი პრინციპის მიხედვით: მომხმარებლებმა რომლებმაც კამპანიის პერიოდში ისარგებლეს Western Union-ის ფულადი გზავნილით (თანხის მიღება/გაგზავნა) და დააგროვეს ყველზე მეტი განხორციელებული ტრანზაქცია/გზავნილი გახდებიან გამარჯვებულები.

გამარჯვებულების ვინაობის დადგენა მოხდება ყოველთვიურად, კამპანიის პერიოდში ყველაზე მეტი განხორციელებული გზავნილების რაოდენობის მიხედვით.

Western Union-ის კამპანიაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ორგანიზატორი კომპანიის თანამშრომლები. ორგანიზატორი კომპანია იტოვებს უფლებას, კამპანიიდან გამოთიშოს ის მონაწილე, რომელიც არ დაემორჩილება პრომო კამპანიის რეგლამენტით დადგენილ წესებს და/ან იწვევს გაყალბების ეჭვს.

ნაწილი 5. როგორ ჩავერთოთ კამპანიაში/კამპანიის მექანიზმი

კამპანია ხორციელდება ექსკლუზიურად პარტნიორი ბანკების ფილიალებში.

ყველა ის მომხმარებელი, რომელიც ისარგებლებს პრომოკამპანიის განმავლობაში Western Union-ის ფულადი გზავნილით (თანხის მიღება/გაგზავნა) უნდა დარეგისტრირდეს პრომოკაპმანიაში, რათა მიეცეს შანსი გახდეს გამარჯვებული.

მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ კამპანიაში პრომოკოდის მეშვეობით. ტრანზაქციის განხორციელების შემდგომ ოპერატორი მომხმარებელს (სრულიად უფასოდ) ადგილზე გადასცემს ერთჯერად პრომოკუპონს, რომლის დამცავი საფარის ქვეშ მოთავსებული იქნება სპეციალური პრომოკოდი. მომხმარებელი, რომელიც გაგზავნის აღნიშნულ კოდს ორგანიზატორი კომპანიის ნომერზე: 90115 ავტომატურად დარეგისტრირდება აქციაში. ნებისმიერი ქსელიდან გამოგზავნილი შეტყობინება იქნება სრულიად უფასო მთელი კამპანიის პერიოდში.

პრომოკუპონზე მითითებული იქნება აქციის პერიოდი, ნომერი რა ნომერზეც მომხმარებელმა უნდა გაგზავნოს პრომოკოდი, ცხელი ხაზის ნომერი რეიტინგის გასაგებად, ორგანიზატორი კომპანიის საკონტაქტო მონაცემები და გამარჯვებულების გამოვლენის თარიღები.

ყოველი შემდგომი გზავნილის განხორციელებისას მომხმარებელი ყოველ ჯერზე მიიღებს ახალ პრომოკუპონს (სრულიად უფასოდ), რომელიც უნდა დაარეგისტრიროს პრომოკამპანიაში. მომხმარებელი რომელიც განახორციელებს რაც შეიძლება მეტ ტრანზაქციას და გაგზავნის პრომოკოდს ნომერზე 90115 ავტომატურად გახდება გამარჯვებული.

კამპანიაში დარეგისტრირება შესაძლებელია ასევე ონლაინ, Facebook-ის გვერდზე "moneytransferGeorgia" და ვებგვერდზე: www.moneytransfer.ge

ონლაინ რეგისტრაციისათვის საჭიროა:

  1. Facebook-ის გვერდი ან ინტერნეტთან წვდომა;

  1. სარეგისტრაციო აპლიკაცია ხელმისაწვდომია Facebook-ის გვერდზე: www.facebook.comMoneyTransferGeorgia და ვებგვერდზე: www.moneytransfer.ge

  1. აპლიკაციაში უნდა ჩაიწეროს შემდეგი ინფორმაცია: გვარი, სახელი (ეს მონაცემები უნდა ემთხვეოდეს პირადობის მოწმობის ან პასპორტის მონაცემებს), ელ. ფოსტის მისამართი, მოქმედი ტელეფონის ნომერი;

  1. კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად უნდა დაეთანხმოთ რეგლამენტით გაწერილ წესებსა და პირობებს.

მონაწილეებმა ტრანზაქციის განხორციელების შემდეგ მიღებული ქვითარი უნდა შეინახონ კამპანიის პერიოდის დასრულებამდე. ქვითარი დაადასტურებს საბოლოოდ გამარჯვებულის სტატუსს. ქვითრის საფუძველზე ისინი მიიღებენ პრიზებს.

იმ შემთხვევაში თუ პოტენციურ გამარჯვებულს არ ექნება შენახული ქვითრები, გამარჯვებულის სტატუსის შესანარჩუნებლად მან უნდა მიმართოს ბანკს, სადაც განახორციელა კამპანიის განმავლობაში გზავნილები (თანხის მიღება/გაგზავნა) და მოითხოვოს ამონაწერი, რომელიც უნდა წარუდგინოს კამპანიის ორგანიზატორ კომპანიას.

ორგანიზატორი გამარჯვებულებს გამოავლენს ტელეფონის ნომრებზე დაყრდნობით.

გამარჯვებული კლიენტების ვინაობის დადგენა მოხდება კამპანიის პერიოდში განხორციელებული გზავნილების რაოდენობის მიხედვით, რაც უფრო მეტი გზავნილი ექნება განხორციელებული მომხმარებელს მით მეტი შანსი ექნება გახდეს გამარჯვებული.

მომხმარებელი, რომელიც ერთხელ უკვე გახდება გამარჯვებული კამპანიის პერიოდში, გზავნილები გაუნოლდება და მისი გზავნილები აღარ მიიღებს მონაწილეობას მომდევნო გამარჯვებულების გამოვლენაში, ხოლო ყველა სხვა დარეგისტრირებული გზავნილი ავტომატურად გააგრძებს კამპანიაში მონაწილეობის მიღებას. იმ შემთხვევაში თუ ერთხელ უკვე გამარჯვებული მომხმარებელი კვლავ მოინდომებს გახდეს გამარჯვებული მას შეუძლია ხელახლა ჩაერთოს კამპანიაში და დააგროვოს იმ დროისათვის გამარჯვებისთვის საჭირო გზავნილების რაოდენობა.

Western Union-ის კამპანიაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ორგანიზატორი კომპანიის თანამშრომლები.

ორგანიზატორი კომპანია იტოვებს უფლებას, კამპანიიდან გამოთიშოს ის მონაწილე, რომელიც არ დაემორჩილება კამპანიის რეგლამენტით დადგენილ წესებს და/ან იწვევს გაყალბების ეჭვს.

ნაწილი 6. გამარჯვებულის გამოვლენა

კამპანიის ფარგლებში, შეჯიბრებითობის პრინციპით გამოვლინდება 30 გამარჯვებული .

აქციის პერიოდში, თვეში ერთხელ, ქვემოთ მოყვანილი გრაფიკის მიხედვით, გამოვლინდება 1 დიდი პრიზის და 5 საშუალო პრიზის მფლობელი კლიენტი .

გამარჯვებული კლიენტების ვინაობის დადგენა მოხდება კამპანიის პერიოდში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით.

ორგანიზატორი კომპანია გამოავლენს გამარჯვებულებს ქვემოთ მოყვანილი განრიგის მიხედვით:

  1. 16 იანვარი, 2020 (ტრანზაქციები, რომლებიც განხორციელდა 2019 წლის 15 დეკემბრიდან 2020 წლის 15 იანვრის ჩათვლით და დარეგისტრირდა კამპანიაში).

  1. 17 თებერვალი, 2020წ. (ტრანზაქციები, რომლებიც განხორციელდა 2020 წლის 16 იანვრიდან 16 თებერვლის ჩათვლით და დარეგისტრირდა კამპანიაში).

  1. 18 მარტი, 2020 წ. (ტრანზაქციები, რომლებიც განხორციელდა 2020 წლის 17 თებერვლიდან 17 მარტის ჩათვლით და დარეგისტრირდა კამპანიაში)

  1. 20 აპრილი, 2020 წ. (ტრანზაქციები, რომლებიც განხორციელდა 2020 წლის 18 მარტიდან 18 აპრილის ჩათვლით და დარეგისტრირდა კამპანიაში)

  1. 18 მაისი, 2020 წ. (ტრანზაქციები, რომლებიც განხორციელდა 2020 წლის 18 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით და დარეგისტრირდა კამპანიაში)

იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლებმა პრომოკამპანიის გამვალობაში დააგროვეს გზავნილების ერთნაირი რაოდენობა, გამარჯვებულები გამოვლინდებიან ერთჯერადად გაგზავნილი თანხის ოდენობის მიხედვით.

პოტენციური კლიენტების შესახებ, განახლებული ინფორმაცია/რეიტინგი, ყოველდღე გამოქვეყნდება Facebook-ის გვერდზე: MoneyTransferGeorgia ან დარეკონ აქციის ორგანიზატორი კომპანიის საინფორმაციო ნომერზე, რათა მათთვის წინასწარვე იყოს ცნობილი, რამდენად აქვს ამა თუ იმ აქციის მონაწილეს გამარჯვების შანსი. საინფორმაციო ნომერი: (+995 32) 223 46 23.

ორგანიზატორი კომპანია იტოვებს უფლებას, გათამაშებიდან გამოთიშოს ის მონაწილე ან უკვე გამოვლენილი გამარჯვებული, იმ შემთხვევაში, თუ გაჩნდება გაყალბების ეჭვი.

ნაწილი 7. პრიზები

კამპანიის განმავლობაში გამოვლიდნება გამოვლინდება 15 030 გამარჯვებული მომხმარებელი.

აქედან 5 მომხმარებელი დასაჩუქრდება დიდი პრიზით - ველობაიკით, 25 მომხმარებელი დასაჩუქრდება საშუალო პრიზით- ველოსიპედით, ხოლო 15 000 მომხმარებელი გახდება გარანტირებული პრიზის მფლობელი .

გამარჯვებული მომხმარებლების გამოვლენა მოხდება ხუთ ეტაპად, აქციის პერიოდში, მე-6 ნაწილში აღნიშნული ცხრილის მიხედვით, ხოლო ბანკის ოპერატორის მიერ გარანტირებული პრიზებით დასაჩუქრდება პირველი 15 000 მომხმარებელი, რომელიც საქართველოდან გაგზავნის თანხას - 300 აშშ დოლარი და მეტი.

გარანტირებული პრიზები პირველი 15 000 მომხმარებლისათვის, რომლებიც გაგზავნიან თანხას 300 აშშ დოლარიდან Western Union-ის ფულადი გზავნილით, პრომოკამპანიის პერიოდში, დაჯილდოვდებიან ოპერატორის მიერ ბანკში.

  • კამპანიის განმავლობაში გაიცემა 15 000 გარანტირებული პრიზი - WU-ის ბრენდირებული ნივთები

(კეპი, სპორტული ჩანთა, საფულე) თითოეული 3.5$-ის ღირებულების

2019 წლის 11 ნოემბრის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით - 2.9618

გარანტირებული პრიზების ღირებულებაა - 10 366 ლარი და 63 თეთრი(დღგ-ს გარეშე).

  • 5 დიდი პრიზი - 1000 $ ღირებულების ველობაიკი

გამარჯვებულ კლიენტს გადაეცემა 1000$ (ექვივალენტი ლარში) ღირებულების ველობაიკი.

2019 წლის 11 ნოემბრის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით - 2.9618 გარანტირებული პრიზების ღირებულებაა - 14 809 ლარი (დღგ-ს გარეშე).

  • 25 საშუალო პრიზი - 275 $ ღირებულების ველოსიპედი

გამარჯვებულ კლიენტს გადაეცემა 275$ (ექვივალენტი ლარში) ღირებულების ველობაიკი.

2019 წლის 11 ნოემბრის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით - 2.9618 გარანტირებული პრიზების ღირებულებაა - 20 362 ლარი და 38 თეთრი(დღგ-ს გარეშე).

P.S. დიდი და საშუალო პრიზის მფლობელი გამარჯვებულების ვინაობის დადგენა მოხდება ყოველთვიურად, კამპანიის პერიოდში განხორციელებული გზავნილების რაოდენობის მიხედვით.

პრიზების სრული ღირებულება შეადგენს 45 538 ლარს და 1თეთრს (დღგ-ს გარეშე).

იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული უარს აცხადებს პრიზის მიღებაზე, მისი ჩანაცვლება სხვა პრიზით ან საგნით არ მოხდება.

არცერთ ვითარებაში არ არის დასაშვები უფრო მეტი რაოდენობის პრიზის გაცემა, ვიდრე ეს მითითებულია ოფიციალურ რეგლამენტში.

პრიზების საერთო ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 53 734 ლარსა და 86თეთრს.

ინფორმაციას რეიტინგის შესახებ ოპრაგიზატორი კომპანია ყოველ დღე გამოაქვეყნებს Facebook-ის გვერდზე: www.facebook.comMoneyTransferGeorgia და ვებ-გვერდზე: www.moneytransfer.ge სპეციალური ბაზიდან.

პრომო კამპანიის მონაწილეებს რეიტინგის გაგება ასევე შეუძლიათ აქციის ორგანიზატორი კომპანიის საინფორმაციო ნომერზე, რათა მათთვის წინასწარვე იყოს ცნობილი, რამდენად აქვს ამათუიმ აქციის მონაწილეს გამარჯვების შანსი. (+995 32) 223 46 23.

ნაწილი 8. გამარჯვებულის ვალიდაცია/გამოვლენა

გამარჯვებული მომხმარებლების გამოვლენა მოხდება შეჯიბრებითობის პრინციპით.

ორგანიზატორი კომპანია კამპანიის ფარგლებში დაჯილდოვებს: 5 გამარჯვებულს - ველობაიკით, 25 გამარჯვებულს ველოსიპედით, 15 000 გამარჯვებულს გარანტირებული პრიზით.

დიდი და საშუალო პრიზების მფლობელი გამარჯვებულები გამოვლინდებიან ხუთ ეტაპად მე-6 პუნქტში გაწერილი გრაფიკის მიხედვით.

პრიზის მფლობელი გამარჯვებულების ვინაობის დადგენა მოხდება ყოველთვიურად კამპანიის პერიოდში განხორციელებული გზავნილების რაოდენობის მიხედვით. ყოველ თვე მოხდება 5 გამარჯვებული მომხმარებლის გამოვლენა რიგითობის მიხედვით. პირველი 5 ყველაზე ბევრი გზავნილების მქონე მომხმარებელი დასაჩუქრდება დიდი და საშუალო პრიზებით.

ყოველ ეტაპზე გამარჯვებული მომხმარებლების გამოვლენისას, მოხდება სარეზერვო სიის შედგენა, სადაც აღირიცხება ყოველ 5 ძირითად გამარჯვებულზე 3 სარეზერვო მომხმარებლის მონაცემი.

გარანტირებული პრიზები ერთგული მომხმარებლებისათვის და მათი გადაცემის მექანიზმი:

  • 15 000 გარანტირებული პრიზი - WU-ის ბრენდირებული ნივთები - კეპი, სპორტული ჩანთა, საფულე

მომხმარებლებმა, რომლებმაც კამპანიის პერიოდში განახორციელეს Western Union-ის ფულადი გადარიცხვა/თანხის გაგზავნა (300 აშშ დოლარი და მეტი) ოპერატორის მიერ დასაჩუქრდებიან ბანკში გზავნილის განხორციელებისას.

თუ რომელიმე გამარჯვებულთან ვერ მოხერხდება დაკავშირება, აღნიშნული ნომერი გაუქმდება და მოხდება სარეზერვო სიის გამოყენება რიგითობის მიხედვით.

გათამაშებული პრიზების გაცემის საერთო ვადაა გათამაშებიდან 30 კალენდარული დღე. მოგება უნდა გაიცეს, პირადობის მოწმობის, პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენიდან არა უგვიანეს 6 დღისა. გამარჯვებულთა ინფორმირება მოხდება გამარჯვებულების გამოვლენიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში.

გამარჯვებულებს პრიზები გადაეცემათ THE BRANCH OF GRUPUL PROIECTELOR INTELIGENTE LLC IN GEORGIA-ს ოფისში, შემდეგ მისამართზე: ფალიაშვილის ქ. 92, მე-2 სართული, ტელ: (032) 223 46 23 სამუშაო საათები 10:00- 18:00, თბილისი, 0162, საქართველო.

დაჯილდოვება მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც გამარჯვებული წარმოადგენს გადარიცხვის ქვითარს ან ამონაწერს ბანკიდან და პირადობის დამადასტურებელ რაიმე საბუთს.

იმისათვის, რომ მოხდეს გამარჯვებულის საბოლოო ვალიდაცია, პოტენციურმა გამარჯებულმა უნდა:

- მიაწოდოს აქციის ორგანიზატორ კომაპნიას THE BRANCH OF GRUPUL PROIECTELOR INTELIGENTE LLC IN GEORGIA-ს მიერ (შემდგომში წოდებული, როგორც ორგანიზატორი’’), რომლის სათავო ოფისში მდობარეობს თბილისში, ფალიაშვილის ქ. №92, მე-2 სართული, ტელ: (032) 223 46 23, სამუშაო საათები 10:00 – 18:00, თბილისი, 0162, საქართველო, Western Unon-ის ფულადი გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსერო ასლი, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლთან ერთად. გამარჯვებულის დასადასტურებლად, სარეგისტრაციო აპლიკაციაში შეყვანილი მონაცემები უნდა ემთხვეოდეს ქვითარზე არსებულ ინფორმაციას.

- იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებული მომხმარებელი კამპანიაში ჩაერთო ერთზე მეტი განხორციელებული გზავნილით, იგი ვალდებულია წარმოადგინოს ყველა გადარიცხული დოკუმენტის ქსერო ასლი.

- თუ გამოვლენილი გამარჯვებული ვერ წარმოადგენს იმ ფულადი გადარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომლითაც ჩაერთო გათამაშებაში, მას ჩამოერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და ის მიენიჭება პირველს რეზერვში.

- თუ მონაწილესთან, რომელიც გამოცხადდება პოტენციურ გამარჯვებულად, ვერ მოხერხდება დაკავშირება ან ორგანიზატორი არ მიიღებს საჭირო მონაცემებს პრიზის ვალიდაციისათვის, მას ჩამოერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და ის მიენიჭება პირველს რეზერვში.

- თუ გამარჯვებულისა და რეზერვის ვალიდაცია არ ხერხდება პრიზის გაცემა არ მოხდება და პრიზი დარჩება ორგანიზატორის კუთვნილებაში.

ნაწილი 9. გამრჯვებულების ინფორმირება

გამარჯვებულების შესახებ ინფორმაცია (სახელი და გვარი) გამოქვეყბდება Facebook-ის გვერდზე "moneytransferGeorgia" ათი სამუშაო დღის განმავლობაში.

ნაწილი 10. შეზღუდული პასუხისმგებლობა

კამპანიის დაწყებამდე ან მისი დასრულების შემდეგ განხორციელებული/დარეგისტრირებული ტრანზაქციები არ ჩაითვლება.

ორგანიზატორი კომპანია არ იღებს ვალდებულებას და პასუხისმგებლობას ელექტრონული მონაცემების დაკარგვის, მოპარვის, დაგვიანების, არასრული შევსების, არასწორად შევსების, შეცდომებზე, გამოჩენებზე, წყვეტაზე, დეფექტზე, ჩავარდნაზე, ტექნიკურად გაუმართაობაზე ან რაიმე სხვა ინტერნეტის მუშაობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. რეგისტრაცია, რომელიც არ ეკუთვნის Western Union-ს ასევე არ ჩაითვლება. ასევე, ორგანიზატორი არ აიღებს ვალდებულებას თუ მოხდება კამპანიის სარეგისტრაციო აპლიკაციის გათიშვა Facebook-ის ტექნიკური პრობლემების გამო. ამ შემთხვევაში, კამპანია შეწყდება პრობლემის მოგვარებამდე.

Western Union Ltd და ორგანიზატორი არ არიან პასუხისმგებელნი იმ სიტუაციაზე, როცა ერთზე მეტი ადამიანი აცხადებს პრეტენზიას ერთი და იმავე ანგარიშზე ან ელექტრონულ მისამართზე კამპანიაში მონაწილეობისათვის; პრიზი გადაეცემა მონაწილეს, რომელიც განაცხადებს საკონტაქტო ინფორმაციას და გამოაგზავნის პირადობის მოწმობის ასლს, რომლის მონაცემებიც ემთხვევა მანამდე განცხადებულ ინფორმაციას.

ნაწილი 11. მონაცემების დაცულობა

კამპანიაში ჩართვით, ყველა მონაწილე ეთანხმება ოფიციალურ რეგლამენტს და თანახმაა, რომ მისი პირადი მონაცემი შევიდეს ორგანიზატორი კომპანიის მონაცემთა ბაზაში იმისათვის, რომ მოხდეს გამარჯვებულების ვინაობის დადგენა და პრიზების გადაცემა.

ორგანიზატორი კომპანია ვალდებულებას იღებს დაიცვას ყველა მონაწილის პირადი ინფორმაცია. გამარჯვებულის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში ორგანიზატორი ხელმისაწვდომს გახდის ინფორმაციას. ამ უფლებით სარგებლობისთვის, მონაწილემ წერილობით უნდა მინართოს THE BRANCH OF GRUPUL PROIECTELOR INTELIGENTE LLC IN GEORGIA-ს ოფისში, შემდეგ მისამართზე: ფალიაშვილის ქ. №92, მე-2 სართული, ტელ: (032) 223 46 23 სამუშაო საათები 10:00-18:00, თბილისი, 0162, საქართველო.

კამპანიის პერიოდში შეგროვებული პირადი ინფორმაცია არ გადაეცემა მესამე მხარეს, გარდა კამპანიაში ჩართული პარტნიორებისა და იმ შემთხვევებისა, როცა ორგანიზატორი კომპანია ვალდებულია შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნა. ორგანიზატორ კომპანიას შესაძლოა დასჭირდეს მონაწილეების/გამარჯვებულების თანხმობა, მათი გვარის, სახელის, საცხოვრებელი ადგილისა და ფოტოს გამოქვეყნებისათვის სხვადასხვა ბეჭდურ, აუდიო, ვიდეო მასალისთვის ან Western Union-ის მარკეტინგული მიზნებისათვის. თანხმობის დასაფიქსირებლად მონაწილეები/გამარჯვებულები ხელს მოაწერენ დეკლარაციას. THE BRANCH OF GRUPUL PROIECTELOR INTELIGENTE LLC IN GEORGIA გამოიყენებს მონაწილეების მიერ მიწოდებულ პირად ინფორმაციას მხოლოდ ამ კამპანიის ფარგლებში.

ნაწილი12. რისკების შემცირება

დავა ორგანიზატორსა და მონაწილეებს შორის უნდა გადაწყდეს ურთიერთშეთანხმებით. თუ ეს შეუძებელია, მხარეებმა უნდა მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს. კამპანიასთან დაკავშირებული საჩივრები უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: THE BRANCH OF GRUPUL PROIECTELOR INTELIGENTE LLC IN GEORGIA-ს ოფისი, ფალიაშვილის ქ. №92, მე-2 სართული, ტელ: (032) 223 46 23 სამუშაო საათები 10:00 – 18:00, თბილისი, 0162, საქართველო.

ორგანიზატორ კომპანიას აქვს უფლება მიიღოს საჭირო ზომები გაყალბებისგან თავის დასაცავად ან სხვა მსგავსი მცდელობების წინააღმდეგ იმისთვის, რომ დაიცვას კამპანიის იმიჯი ან ხარჯები.

ორგანიზატორ კომპანიას აქვს უფლება, რომ არსებული მტკიცებულების საფუძველზე დაიწყოს სასამართლო პროცესი იმ პირის მიმართ, ვინც შეეცდება გავლენა მოახდინოს ან გაყალბებას შეუწყოს ხელი პრიზების გაცემის პროცესში.

ნაწილი 13. კამპანიის გაუქმება

ფორს მაჟორი ნიშნავს გარემოებებს, რომლებსაც ორგანიზატორი ვერ გააკონტროლებს, გამოასწორებს ან ვერ აიცილებს თავიდან. ამგვარმა გარემოებებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს ორგანიზატორს საკუთარი ვალდებულებების განხორციელებაში.

თუ ფორს მაჟორის დადგომა ნაწილობრივ ან სრულად შეუშლის ხელს კამპანიას, ორგანიზატორი თავისუფლდება ვალდებულებებისაგან ამ პერიოდში. თუ ორგანიზატორი კომპანიაა ფორს მაჟორზე პასუხისმგებელი, მას აქვს ვალდებულება გააფრთხილოს ყველა მონაწილე ფორს მაჟორის შესახებ, ფორს მაჟორის დადგომამდე 30 სამუშაო დღის მანძილზე.

ნაწილი14. კამპანიის ოფიციალური რეგლამენტი

დამატებითი ინფორმაცია ისევე, როგორც ოფიციალური რეგლამენტი ხელმისაწვდომი იქნება ყველა მონაწილესათვის Facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/moneytransferGeorgia. დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე : (+995 32) 223 46 23 ან მოგვწეროთ მისამართზე: THE BRANCH OF GRUPUL PROIECTELOR INTELIGENTE LLC IN GEORGIA-ს ოფისი, ფალიაშვილის ქ. № 92, მე-2 სართული, ტელ: (032) 223 46 23 სამუშაო საათები 10:00-18:00, თბილისი, 0162, საქართველო.